ჰელმუტ კუტინი დაიბადა 1941 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ ბოლცანოში (იატალია). ის ოჯახში მე-5 შვილი იყო. ჰელმუტის უფროსი და შემდეგ კი დედა ტრაგიკულად დაიღუპნენ. მამამ პოლიტიკური სიტუაციის გამო დაჰკარგა მოქალაქეობა და ოჯახი გაიხლიჩა: ჰელმუტი მოხვდა SOS ბავშვთა სოფელში - იმსტში.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჰ.კუტინი გადავიდა ახალგაზრდულ ცენტრში (SOS სისტემის ერთერთი ფაზა) იგერბახში, ინსბრუკის ახლოს. 1963 წელს მან დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი და სწავლა განაგრძო ინსბრუკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ის არსებობდა საკუთარი შემოსავლებით პედაგოგიკაში.
ჰერმან გმაინერთან შეთანხმების საფუძველზე და პარიზში ენის დახვეწის შემდეგ მან 1967 წელს მუშაობა დაიწყო SOS-KINDERDORF INTERNATIONAL –ში, ის მუშაობდა საიგონში, აშენებდა სოფელს ვიეტნამში. 1968 წელს ის გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბავშვთა სოფლის დირექტორი. მონაწილეობას ღებულობდა ვიეტნამში სოფლებისა და ახ.ცენტრების მშენებლობაში.
განსაკუთრებული მიღწევებისათვის 1971 წელს ის გახდა SOS-KINDERDORF INTERNATIONAL-ის დელეგატი აზიაში. 1985 წელს ჰ.კუტინი აირჩიეს SOS-KINDERDORF INTERNATIONAL-ის პრეზიდენტად. ჰ.გმაინერი მას თავად ეხმარებოდა ამ დიდი ორგანიზაციის მართვაში. 1993 და 1998 წელს ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ამ თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობის დროს მსოფლიოში 154 სოფელი აშენდა. დღეისათვის მსოფლიოს 132 ქვეყანაში 439 - SOS ბავშვთა სოფელი არსებობს, სადაც დაცულია ჰ.გმაინერის პედაგოგიკის 4 ძირითადი პრინციპი: ბავშვს უნდა ჰყავდეს დედა, და-ძმა, უნდა გააჩნდეს სახლი, უნდა ცხოვრობდეს მისთვის მისაღებ სოციალურ გარემოში. ჩვენს შემთხვევაში ეს სოციალური გარემო პირობითად სოფლის სახელწოდებას ატარებს. ეს პრინციპები შეადგენენ ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის ქვაკუთხედს.